ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი

ორგანიზაციის შესახებ

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი, როგორც  ა(ა)იპ  დაფუძნდა 2006 წლის მარტში, მანამდე სამწლიანი გამოცდილების მქონე საინიციატივო ჯგუფის წევრთა მიერ. მისი დამფუძნებლების რწმენით, რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა შესაძლებელია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი უნარების განვითარების გზით.

საერთაშორისო დონორებისა და ადგილობრივი ფონდების მხარდაჭერით,  კომიტეტმა რეგიონში განახორციელა 25-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტი, განსხვავებული მიზნებითა და აქტივობებით. დონორთა კვალიფიციური და მრავალმხრივი გამოცდილება ჩვენთვის ადამიანური რესურსის განვითარების კარგი შესაძლებლობა გახდა.

სერვისები

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი რეგიონის მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებს: ტრენინგებს, კონკურსებს, კონფერენციებს, ფორუმებს, პრეზენტაციებს, კონსულტაციებს, შეხვედრებს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ჩვენი ბენეფიციარები არიან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები, მოსწავლეები,  პედაგოგები, ქალები, გოგონები, დევნილები, მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ძალადობის მსხვერპლები, სოციალურად დაუცველები; განსაკუთრებულად ვზრუნავთ მოხალისეობის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის.

სიახლეები

კონტაქტი

ქ. მცხეთა აღმაშენებელის 116

ტელეფონი: 593 26 61 51

ელ. ფოსტა: tamar_mai@yahoo.com